პარლამენტის
თავმჯდომარის ვირტუალურ არჩევნებში გამარჯვებული, დიმიტრი ზაქარიაძე ელის, რომ პარლამენტის
სპიკერთან, დავით ბაქრაძესთან ერთად გატარებული ერთი სამუშაო დღე – საინტერესო
იქნება.
დღეს დილიდან,
ზაქარიაძე დავით ბაქრაძესთან ერთად ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის
რეგიონის თავმჯდომარეების კონფერენციას ესწრება.
ზაქარიაძის თქმით, ეს პროექტი,
საზოგადოებასა და საკანონმდებლო ორგანოს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას ხელს
შეუწყობს, რაც პარლამენტარიზმის ინტიტუტის განვითარების წინაპირობაა.
ამას გარდა, ზაქარიაძე
უახლოეს მომავალში, ახალაგზარდა მედიკოსებთან გეგმავს შეხვედრას, რომელთაც მიღებულ შთაბეჭდილებას
გაუზიარებს.
ზაქარიაძე პროფესიით
ექიმია და ის 113–ში
მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ რიგით
მეორე ვირტუალური არჩევნები, მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და მისი გამარჯვებული
დიმიტრი ზაქარიაძე გახდა. პირველი არჩევნები კი, გასულ წელს ჩატარდა და მისი
გამარჯვებული - ირაკლი ღლონტია.
ვირტუალური თამაში,
არჩევნების პოპულარიზაციის მიზნით იმართება და მისი ავტორი დავით ბაქრაძეა. რაც
შეეხება თამაშის წესებს, ვირტუალურ არჩევნებში რეალური კანდიდატები
რეგისტრირდებიან, რომლებიც საარჩევნო კამპანიას წარმართავენ. თამაში ერთ თვეს
გრძელდება და მისი გამარჯვებული, პრიზის სახით, ერთ სამუშაო დღეს პარლამენტის
რეალურ სპიკერთან ატარებს.
Internet.ge