პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს.
განმეორებითი არჩევნები დაინიშნა: №13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის - №5; №32, გორის საარჩევნო ოლქის - №4; №35, ხაშურის საარჩევნო ოლქის -№ 3, №8, №10, №45, №46 უბნებზე.
შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატმა სერგო ქიტიაშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ზეწოლის შემდეგ მიიღო.
internet.ge