ბიძინა იავანიშვილის ბიზნესცენტრში კონსულტაციები დღესაც გაიმართება. კოალიციის წევრები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან 6 ვაკანტურ თანამდებობაზე წარსადგენ პირთა ვინაობას და პარლამენტის პირველი სხდომის საკითხებს განიხილავენ.
როგორც კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მას დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურების შერჩევა გაურთულდა.
მინისტრობის კანდიდატები სავარაუდოდ ხვალ დასახელდება და მას საზოგადოებას თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გააცნობს, თუმცა ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეს არ იქნება საბოლოო ვარიანტი.
„მომავალი პარლამენტი 20 ოქტომბრისთვის შეიკრიბება. მზად ვართ 20 რიცხავამდე მთავრობა სრულად წარმოვადგინოთ. ჩემი იმნფორმაციით, ვაკანტურ პოსტებზე მინისტრებს პრემიერ-მინიტრობის კანდიდატი ორშაბათს ან სამშაბათს წარადგენს“,- აღნიშნა კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა ნოდარ ხადურმა.
Internet.ge