ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი, ექსპერტი გია ხუხაშვილი კოალიცია „ქართული ოცნებიდან" მიდის, ამის შესახებ ხუხაშვილმა გუშინ საღამოს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოალიცია დატოვოს და „ამ პროცესებს“ გაერიდოს.
ხუხაშვილი ხვალ, აღნიშნულთნ დაკავშირებით, საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს.
„მთავარი მიზანი უკვე მიღწეულია. არ გამოვრიცხავ, რომ „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი კრიტიკოსი გავხდე. სამოქალაქო სექტორი ჩემი მოწოდებაა, თუმცა, არ დავასწრებ მოვლენებს, ალბათ, ორშაბათს საგანგებო განცხადებას გავაკეთებ. ქვეყანაში ძლიერი სამოქალაქო სექტორის ჩამოყალიბებაა საჭირო. მე არ მქონია და არ მაქვს არც კარიერისტული, არც კეთილდღეობითი ამბიცია და მისწრაფებები, მთელი ამ ხნის განმავლობაში კი ვასრულებდი ჩემთვის არადამახასიათებელ სამუშაოს: ბევრს ვაწყენინე, ბევრს გული დავწყვიტე, ბევრს სისხლი გავუშრე, ამიტომ ვისარგებლებ და მათ ყველას მოვუხდი ბოდიშს“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში გია ხუხაშვილმა.
Internet.ge