განმეორებითი კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
12:18 14.10.2012
|
დღის სიახლეები
|
მაჟორიტარული სისტემით 2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა 11 საარჩევნო უბანზე იმართება. საარჩევნო უბნები კანონმდებლობის შესაბამისად დილას - 8:00 სთ-ზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი საღამოს 20:00 სთ-ზე დასრულდება.
განმეორებითი კენჭისყრა დანიშნულია:
№13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის - №5 საარჩევნო უბანში;
№32 გორის საარჩევნო ოლქის - №4 საარჩევნო უბანში;
№35 ხაშურის საარჩევნო ოლქი - №1, № 2, №3, №8, №9, №10, №13, №45 და №46 უბნებში;
№13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის №5 უბანში კენჭისყრას იმავე ოლქის №31 საუბნო საარჩევნო კომისია გამარტავს, №35 ხაშურის საარჩევნო ოლქის №45 უბანში კი №7 საუბნო საარჩევნო კომისია. რაც შეეხება ხაშურის №35 საარჩევნო ოლქის №10 უბანს, კენჭისყრას ამავე ოლქის №52 საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა ჩაატარებს.
ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრის დღეს, უშუალოდ კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება, იმის მიუხედავად ეს არის კონკრეტული სუბიექტის მხარდასაჭერი თუ საწინააღმდეგო. საარჩევნო უბანზე აკრძალულია რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლოებიანი მაისურების, კეპის ან სხვა რაიმე სახის ატრიბუტიკით შემოსვლა/შემოტანა. აღნიშნული ქმედება შეიძლება გახდეს 1,000 ლარიანი დაჯარიმების საფუძველი.
ამ დროისთვის განმეორებითი კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|