რამდენიმე წუთის წინ,
საქართველოში
5,1 მაგნიტუდის
სიმძლავრის
მიწისძვრა
მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი
ქალაქ
წნორიდან
ჩრდილო-აღმოსავლეთით,
13 კმ-ის მანძილზე,
სოფელ
ულიანოვკაში
მდებარეობდა.
მათი ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები სეისმოლოგებმა 10 კმ-ის სიღრმეზე
დააფიქსირეს.
ამასთან, მიწისძვრა თბილისშიც იგრძნობოდა.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო განმეორებითი ბიძგები, რადგან პირველი მიწისძვრა დაახლოებით 5 წუთით ადრე დაფიქსირდა
და
სიმძლავრემ
3.7 მაგნიტუდა
შეადგინა.
ჯერჯერობით ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
Internet.ge