მინისტრთა კაბინეტის წევრების დასახელება სამშაბათისთვის გადაიდო
18:29 14.10.2012
|
დღის სიახლეები
|
ივანიშვილის ბიზნესცენტრში კოალიციის ლიდერებს შორის კონსულტაციები დასრულდა, თუმცა კანდიდატურების დასახელების ვადამ გადაიწია და როგორც ბიზნესცენტრიდან გამოსული ლიდერები აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილი 6 ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურას სამშაბათს დაასახელებს.
როგორც თავად ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება გაურთულდა. თუმცა იმედი გამოთქვა რომ კაბინეტის წევრებს ორშაბათისთვის დაასახელებდა. როგორც დღეს ირკვევა, კანდიდატების დასახელების ვადამ კვლავ გადაიწია.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|