სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, საქართველოში
მიწისქვეშა ბიძგები 6-ჯერ დაფიქსირდა.
ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, პირველად
მიწისძვრა დღეს 10:08 სთ-ზე დაფიქსირდა, ეპიცენტრი გახლდათ აზერბაიჯანი, საქართველოს
საზღვრიდან 4 კმ. სიმძლავრე - 4 მაგნიტუდა.
შემდეგი ბიძგები 10:13 სთ-ზე ფიქსირდება, ეპიცენტრი
აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარი, 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის.
10:19 და 10:25 საათზე ბიძგები კვლავ მეორდება, ეპიცენტრი
აზერბაიჯანი, საქართველოს საზღვრიდან 5 და 6 კმ-ში. 3.4 და 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის.
შემდეგი მიწისძვრა 12:09 სთ-ზე ფიქსირდება, სიმძლავრე
3 მაგნიტუდა, ეპიცენტრი -აზერბაიჯანი, საქართველოს საზღვრიდან 7 კმ.
ბოლო მიწისძვრა 15:40 წუთზეა დაფიქსირებული, 3.7 მაგნიტუდის
სიმძლავრის, ეპიცენტრი აზერბაიჯანი, საქართველოს საზღვრიდან 2 კმ.
Internet.ge