მიწისძვრის გამო ლაგოდეხის სოფელ ჭიაურში სასწავლო პროცესი შეჩერდა.
მიწისძვრამ საგრძნობლად დააზიანა სკოლის შენობის ნაწილი.
სკოლის დირექტორის თქმით, დაზიანებულია სველი წერტილები და დაბზარულია
კედლები. მისივე განმარტებით, სასწავლო
პროცესი მაშინ განახლდება, როცა სპეციალური სამსახურები ადგილზე საქმეს
შეისწავლიან.
ამავე სოფელში კიდევ რამდენიმე სახლი დაზიანდა და როგორც მოსახლეობა
აცხადებს, მათ ასეთი სიმძლავრის მიწისძვრა ბოლო წლებია არ ახსოვთ.
შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა
გუშინ დაფიქსირდა.
Internet.ge