GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
11 საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა
11:07 15.10.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სამ რაიონში განმეორებით ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა არჩევნები თერთმეტივე უბანზე მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.

„ყველა ოქმი ატვირთულია ცესკოს ვებ გვერდზე. მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა“,- განაცხადა აზარაშვილმა.

ცესკოს მონაცემებით, სიღნაღის ნომერ 5-ე საარჩევნო უბანზე ხმის დათვის

პროცედურა დასრულდა და ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა -  "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა გელაშვილმა 527 ხმა მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ლევან ბეჟაშვილმა კი - 86.

კენჭისყრაში მონაწილეობა 623 ამომრჩეველმა მიიღო.

ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ვალერი გელაშვილი გახდა.

ცესკოს მონაცემებით, ცხრა უბანზე რეგისტრირებული 10.381 ამომრჩევლიდან, კენჭისყრაში მონაწილეობა დაახლოებით 28 პროცენტმა, 2929 ადამიანმა მიიღო.

კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სერგო ქიტიაშვილს მხარი  112 ადამინმა დაუჭირა, ხოლო ვალერი გელაშვილმა ხმების 91, 8 პროცენტი მიიღო.

არჩევნებზე ხაშურში 52 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა.

რაც შეეხება გორის მეოთხე უბანს. წინასწარი შედეგებით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა -  "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მალხაზ ვახტანგაშვილს ხმა მისცა 397 ადამიანმა, ხოლო "ნაციონალების" კანდიდატ გიორგი ტატიშვილს კი, ხმა 32 ამომრჩეველმა მისცა.

სულ რეგისტრირებული 1415 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 429 ადამიანმა მიიღო.

11 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული სისტემით 2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა.

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი, კანონმდებლობის შესაბამისად, 08:00-დან 20:00 საათამდე იყო შესაძლებელი.

 internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
11 საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა1
ქართველებმა ევროლიგა დაიწყეს - მარკოიშვილის 13 და შერმადინის 92
ვანო მერაბიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა დაპირების შესრულებას ოპოზიციიდან შეეცდება3
საქართველოს ესტონეთის საგარეო საქმეთა ინისტრი ეწვევა4
ლოპოტას ხეობაში სამხედრო მანქანების გადაადგილება გრძელდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X