ბარამიძე: ძალიან პრინციპულები ვიქნებით და ამავე დროს ხელისუფლებას მხარში დავუდგებით
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი
ბარამიძის
განცხადებით, ქვეყანას ძალიან პრინციპული და კონსტრუქციული ოპოზიცია სჭირდება და
სწორედ ასეთი ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან თვითონ.
როგორც
ჟურნალისტებთან საუბრისას, ბარამიძემ განაცხადა, ძლიერი ოპოზიცია ქვეყანაში
დემოკრატიული პროცესებისათვის აუცილებელია.
“ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, როცა
ამის აუცილებლობა იქნება
და ამავე
დროს მხარში დავუდგებით ხელისუფლებას კარგ საქმეებში. ეს აუცილებელია დემოკრატიული პროცესებისათვის“,- განაცხადა ბარამიძემ.
Internet.ge