პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის, დავით უსუფაშვილის განცხადებით,
ახალი მთავრობა პარლამენტში ჭეშმარიტ მრავალპარტიულობას დაამკვიდრებს
და ამ თვალსაზრისით საზოგადოება ცვლილებებს ძალიან მალე
ნახავს.
როგორც
ჟურნალისტებთან საუბრისას უსუფაშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ სამოქმედო პროგრამის ერთ-ერთი
ქვაკუთხედი დემოკრატიის განვითარება და საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დასრულებაა.
“შესაძლოა, ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლებისთვის პარლამენტში ბევრი მტკივნეული გადაწყვეტილება იქნას მიღებული, რადგან მათ სხვაგვარად წარმოედგინათ დემოკრატია“,- განაცხადა
უსუფაშვილმა.
Internet.ge