კოალიცია
"ქართული
ოცნების"
ერთ-ერთი წევრი ნოდარ ხადური,
ფინანსთა მინისტრად მისი კანდიდატურის წარდგენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ
ადასტურებს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს კოალიციის წევრმა
განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტების ფანტაზიის ნაწილია.
„მე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარედ ვარ წარდგენილი. ფინანსთა მინისტრის
თანამდებობაზე შემოთავაზება არც კი ყოფილა. ეს ინფორმაცია ჟურნალისტების ფანტაზიის
ნაწილია“,- აღნიშნა ხადურმა.
Internet.ge