კოალიციის წევრების ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ხადურის კანდიდატურა განიხილება
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში, მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით
კონსულტაციები გრძელდება.
არსებული ინფორმაციით, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა ნოდარ
ხადურმა შესაძლოა, ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დაიკავოს.
„ქართული ოცნების“ წევრის დავით საგანელიძის ინფორმაციით,
სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით სერიოზული ცვლილებები იგეგმება.
„მე ვადასტურებ იმ ინფორმაციას, რომ სხვა კანდიდატურებთან ერთად,
ფინანსთა მინისტრის პოსტზე ნოდარ ხადურის კანდიდატურა განიხილება, განათლების
მინისტრად კი გიორგი მარგველაშვილი სახელდება. ენერგეტიკის მინისტრის პოსტი არ
არის თავისუფალი, გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია. გეტყვით მხოლოდ, რომ ის
ნიკოლაიშვილი არ იქნება“,- განაცხადა საგანელიძემ.
Internet.ge