GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ადამიანი ხე“ განკურნების მოლოდინშია
23:45 15.10.2012
დღის სიახლეები

ინდონეზიელი მეთევზე დედე, ჯაკარტაში ჩვეულებრივი ბავშვივით იზრდებოდა. თუმცა მისი ცხოვრება მუხლზე მიღებულმა უმნიშვნელო ჭრილობამ საშინელებად აქცია.

სწორედ ამ ჭრილობის შემდეგ ბავშვს ტანზე უცნაური გამონაზარდები გამოუვიდა. დროთა განმავლობაში კი ფეხებისა და ხელების დეფორმირებაც დაეწყო, ცოტა ხანში ის „მოსიარულე ხედ“ იქცა.

დედეს ცოლი გაექცა, რომელმაც შვილები ქმარს დაუტოვა. იმისათვის, რომ ბავშვები გამოეკვება, მამამ ცირკში დაიწყო მუშაობა.

უცნაური მამაკაცი ტელეარხ Discovery-ს ეთერში მოხვდა, რის შემდეგაც დედეს დახმარება მერილენდის დერმატოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორმა ენტონი გასპარმა გადაწყვიტა.

მამაკაცს სისხლის ანალიზი აუღეს და დაუდგინეს, რომ მისი დაავადების მიზეზი პაპილომა ვირუსია.

პაპილომა ვირუსული დაავადებაა, კანის კეთილთვისებიანი სიმსივნეა. ის ფიზიკური კონტაქტით გადადის. ვირუსი ათობით წლის მანძილზე შესაძლოა, პასიური იყოს და მხოლოდ იმუნიტეტის შესუსტების დროს გააქტიურდეს.
როგორც წესი, ამ დაავადებას ასეთი გრანდიოზული გამონაზარდები არ სჩვევია, მაგრამ დედეს ორგანიზმში გენეტიკური მუტაცია აღმოაჩინეს, რომელმაც ანტივირუსული დაცვის მთელი სისტემა გაანადგურა და ამიტომაც, პაპილომამ ასეთ შემზარავი ფორმა მიიღო.

პროფესორმა გასპარმა ლაბორატორიული კვლევებით ჯერ მუტაციის ხასიათი უნდა დაადგინოს. შემდეგ კი გამონაზარდებს მოყინვით მოაცილებენ, ყველაზე დიდების მოკვეთას  კი ოპერაცია დასჭირდება.

მკურნალობის მთელს პერიოდში დედე მიიღებს А ვიტამინს, რომელიც ორგანიზმს პაპილომას დაძლევაში დაეხმარება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
გია ხუხაშვილი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ საგანეგებო განცხადებას გააკეთებს2
თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვით მამაკაცი გარდაიცვალა3
თბილისში მოკლე ხაზიანი სამარშუტო ტაქსები გაძვირდა4
ვინ ფიგურირებს პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ მასალებში5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X