„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მინისტრობის კანდიდატებს დაასახელებს.
ამ დროისათვის 6 მინისტრის პოსტია ვაკანტური. ესენია: ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტლოვილთა მინისტრი და გარემოს დაცვის მინისტრი.
Internet.ge