დავით სერგენკო: „შრომის კოდექსში“ ცვლილებები განხორციელდება
12:12 16.10.2012
|
დღის სიახლეები
|
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, დავით სერგენკოს განცხადებით, პოსტზე დანიშვნის შემდეგ ის უწყებაში რეფორმებს გაატარებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, მინისტრობის კანდიდატების წარდგენისას სერგენკომ განაცხადა, ჯანდაცვასთან დაჯავშირებით, „ქართულ ოცნებას“ პრიორიტეტები გაწერილი აქვს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას 100 პროცენტიანი სადაზღვევო პაკეტი ექნება, გაიზრდება ჯანდაცვის ხარისხი და ხელმისაწვდომობა.
მისი თქმით, ასევე განხორციელდება ცვლილებები „შრომის კოდექსში“, რომლის თანახმადაც, დაქირავებული მუშაკის უფლებები ნაკლებად დაცულია.
მინისტრობის კანდიდატის მტკიცებით, ასევე მოხდება პენსიების გადახედვა.
შეგახსენებთ, რომ სერგეინკო საჩხერეში სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი იყო.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|