ხაჩიძე: კ'ახი, კ'ალაძე, "კ'ოქტები", კ'აშხალი, კ'ილოვატი, "კ'აბელი", -კ'არგია რა გინდათ?...”-
“კ'ახი, კ'ალაძე, "კ'ოქტები", კ'აშხალი, კ'ილოვატი, "კ'აბელი", -კ'არგია რა გინდათ?...”- ასე გამოეხმაურა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი
გოგა ხაჩიძე ენერგეტიკის მინისტრად კახი კალაძის კანდიდატურის დასახელების ფაქტს.
ხაჩიძე კალაძეს რჩევებს „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდიდან აძლევს.
„თავიდან დავიწყოთ,.. ძალიან მარტივია... აი შეხედე, ორი წვერი ხომაა?... ამ ორიდან ერთი არის ფაზა, მეორე - ნული... სამფაზიანი და მაღალი ძაბვა მერე, ჯერ ეს დაამუღამე...“- წერს
ხაჩიძე.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინიტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა
დღეს ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატად კახი კალაძე დაასახელა.
თავის მხრივ ყოფილმა სპორტსმენმა აღნიშნა, რომ მას ამ საკითში
გამოცდილება არ აქვს.
„გულწრფელად მინდა, გითხრათ, რომ ენერგეტიკის სფეროში არანაირი
გამოცდილება არ მაქვს, თუმცა ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა“,- განაცხადა
კახი კალაძემ „მაესტროსთან“ ინტერვიუში.
internet.ge