საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ერიკ რუბინს შეხვდა.
აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსამდივნოს ინფორმაციით, რუბინს შეხვდა ასევე ბიძნა ივანიშვილიც.
მათი ინფორმაციით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მხარეებმა ამერიკა - საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.
„ჩვენ ავუხსენით უცხოელ სტუმრებს, რომ ამ წარმატებას იმსახურებდა ჩვენი კოალიცია და არა ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, გამოიყენოს კავშირები უცხოურ მედიასთან რომ აჩვენონ ისე, თითქოს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი მიხეილ სააკაშვილია“,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
internet.ge