ქარხანაში მომხდარი ავარიის გამო გერმანიის ჩრდილოეთით, ქალაქ ბად-ფალინგბოსტელში დაახლოებით 2000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, რადგან ცაზე ტოქსიკური ღრუბელი წარმოიქმნა.
ავარია მას შემდეგ მოხდა, რაც მუშებმა მჟავა შეცდომით გააზავეს ნივთიერებაში, რასაც ქიმიური რეაქცია მოჰყვა.
ტოქსიკური ღრუბელის გარდა არის აფეთქების საშიშროება, ამიტომ დაახლოებით 7 ათასი მეხანძრე ამ დრომდე ცდილობს დაბალი ტემპერატურა შეინარჩუნოს ჭურჭელში, სადაც გაზავება მოხდა. თუმცა აფეთქების რისკი იზრდება.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე დახურა სკოლები, საბავშვო ბაღები და ახლომდებარე ავტომაგისტრალები.
internet.ge