საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში იმყოფებოდა სადაც,
ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა და სტუდენტებს ახალ შენობაში სწავლის
დაწყება მიულოცა. მიხეილ სააკაშვილი
მიმდინარე სასწავლო პროცესს პირადად გაეცნო.
უნივერსიტეტში
იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც. ლევან ვარშალომიძემ უფლებამოსილების
ამოწურვამდე მიხეილ სააკაშვილისგან კიდევ ერთი დავალება მიიღო; პრეზიდენტმა მას
ხელოვნების უნივერსიტეტისთვის აუცილებელი ინვენტარი სთხოვა.
მოგვიანებით
მიხეილ სააკაშვილი საკონფერენციო ოთახში შეკრებილ სტუდენტებსა და
პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და მათ ხელოვნების უნივერსიტეტისთვის შესაბამისი
გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბათუმი
ტურიზმის გარდა, განათლებისა და ხელოვნების ცენტრი იქნება.
შეხვედრას
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც ესწრებოდნენ,
რომლებსაც მიაჩნიათ, რომ აღნიშნული შენობა ხელოვნების უნივერსიტეტისთვის აუცილებელ
პირობებს არ აკმაყოფილებს. თანატოლების ამ პოზიციას არ ეთანხმებიან ხელოვნების
უნივერსიტეტის სტუდენტები.
internet.ge