GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ავრცელებს (VIDEO)
20:59 16.10.2012
დღის სიახლეები

ბუქარესტში გამგზავრებამდე საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს. ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს იმ ხელისუფლებასთან, რომელიც ქართული საზოგადოების უმეტესი ნაწილის მიერ არჩეულმა პოლიტიკურმა ძალამ დააკომპლექტა.    

„საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დღეს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარმოადგინა, როგორც ეს კონსტიტუციითაა განსაზღვრული. აქ არ არის ლაპარაკი მომწონს თუ არა მთავრობის შემადგენლობა მე, როგორც პრეზიდენტს ან პოლიტიკოსს. საქმე ისაა, რომ ვინაიდან ასეთია ქართველი ხალხის ნება, ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ შემადგენლობასთან, რომელსაც წარმოადგენს არჩევნებში უმრავლესობით მოსული კოალიცია. ამიტომ ჩვენ ამ შემადგენლობას გადავგზავნით პარლამენტში და იმედი მაქვს, პარლამენტი დროზე შეიკრიბება და ყველა პროცედურას დროულად გაივლიან.

კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურები და ვადები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ და საქართველოს პარლამენტმა ეს მთავრობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს. ვისურვებდი, რომ ის დაპირებები, რომელიც გამარჯვებულმა კოალიციამ მისცა ქართველ ხალხს, მაქსიმალურად შესრულდეს. ასევე ვისურვებდი, რომ საქართველოს პროგრესი გაგრძელდეს და საპარლამენტო ოპოზიციამ შეასრულოს თავისი მაკონტროლებელის როლი. ჩემი, როგორც პრეზიდენტის ფუნქცია, ამ ეტაპზე სწორედ ამით შემოიფარგლება“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ანდერს ფოგ რასმუსენი: საქართველო ნატოსთვის მნიშნველოვანი პარტნიორია1
გიორგი თარგამაძემ სვანებს კვირიკობის დღესასწაული მიულოცა2
მიშელ ობამას შესაძლო მკვლელობაზე გამოძიება დაიწყო3
რუსეთი საქართველოსთან დაკავშირებით ნატოს პოზიციამ გააღიზიანა4
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას შესაბამისი უწყება გადასცა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X