ნიკა რურუამ გურამ ოდიშარიას წარმატება უსურვა
10:00 17.10.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, კულუტის სამინისტროს თანამშრომლებს დაემშვიდობა. მან სერგო ქობულაძის კატალოგის პრეზენტაციის დაწყებამდე მინისტრობის კანდიდატ გურამ ოდიშარიას წარმატება უსურვა. „მომავალ მინისტრს წარმატებებს ვუსურვებ, იმედია, ხელოვანები იმ სტანდარტს არ დაწევენ, რაც აქამდე მოვიტანეთ. თუკი სტანდარტი დაიწევა, ხელოვნებას ეს მნიშვნელოვნად დაეტყობა და დააკლდება“, - განაცხადა რურუამ. შეგახსენებთ, ნიკა რურუას კულტურის მინისტრის თანამდებობაზე გურამ ოდიშარია შეცვლის. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|