უბედური შემთხვევა მოხდა ყვარელში. ყვარელი-ლაგოდეხის ხიდის
მშენებლობის დროს მიწა ჩამოიშალა და 2 მამაკაცი გარდაიცვალა.
ასევე დაშავდა ერთი მამაკაცი, რომელიც რაიონულ საავადმყოფოში
გადაიყვანეს, მისი სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება. გარდაცვლილთა ცხედრები კი, მაშველებმა 5 საათიანი ძებნის შემდეგ
აღმოაჩინეს.
რამდენად იყო მშენებლობისას, უსაფრთოების ზომები დაცული, ამას
გამოძიება დაადგენს.
Internet.ge