გარემოს
დაცვის მინისტრობის კანდიდატი ხათუნა გოგოლაძე, მოსახლეობას სუფთა გარემოს ჰპირდება.
გოგოლაძის განცხადებით, აუცილებელია კონტროლი გაძლიერდეს, მათ შორის
ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მშენებლობის დროს გარემოს დაბინძურება და სხვა
საკითხები.
„ამ
მიმართულებით
კონტროლი უნდა გაძლიერდეს. მაგალითად, მშენებლობისას გარემოს დაბინძურების შესაძლო საკითხებზე, პირობების შესრულების კონტროლი და ასე შემდეგ“,– აცხადებს მინისტრობის კანდიდატი.
Internet.ge