ტელეკომპანია „იმედში“ პატარკაციშვილის ქვრივს ინა გუდავაძეს
ელოდებიან. როგორც ადგილიდან „ინტერნეტ.ჯი“-ს კორესპოდენტი იუწყება, აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანიის
თანამშრომლები პირად საუბრებში ადასტურებენ.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ტელეკომპანია „იმედის" მფლობელებსა და ბადრი პატარკაციშვილის
ოჯახს შორის შეთანხმება შედგა და ტელეკომპანია პატარკაციშვილის
ოჯახს გადაეცა, ოფიციალური კომენტარი არც ერთ მხარეს გაუკეთებია.
გუშინ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა ამასთან დაკავშირებით მხოლოდ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ არ დაიშურებენ ძალისხმევას, რომ ტელეკომპანია მაღალპროფესიული და ობიექტური იყოს.
Internet.ge