საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაია ფანჯიკიძეს
დღეს,
საგარეო უწყებაში დაახლოებით 17:00 საათისთვის ელოდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია
„ინტერნეტ.ჯი“-ს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.
მათი ინფორმაციით, მაია
ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ გრიგოლ ვაშაძეს
პირისპირ შეხვდება.
საუბარი უწყების გადაბარებას
შეეხება.
Internet.ge