საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით,
პრეზიდენტმა პრემიერობის კანდიდატი დღეს უნდა დაასახელოს.
პროცედურების
მიხედვით, მთავრობის გადადგომის, გადაყენების ან უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის
განმავლობაში პრეზიდენტი საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ
პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას არჩევს.
ასევე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პრეზიდენტთან შეთანხმებით 10 დღის განმავლობაში მთავრობის წევრების კანდიდატურები უნდა წარადგინოს,
ამის შემდეგ კი, პრეზიდენტი პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას წარუდგენს ნდობის მისაღებად.
პარლამენტი უფლებამოსილია 1 კვირის ვადაში მთავრობის შემადგენლობას ნდობა
გამოუცხადოს, რის შემდეგაც მათი დანიშვნა ხდება.
მთავრობის ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე კი, მოვალეობას ძველი მთავრობა ასრულებს.
Internet.ge