ნანა პატარკაციშვილი: ვინც თვლის, რომ აქ არ უნდა იმუშაოს, ჯობია თვითონ მიიღოს წასვლის გადაწყვეტილება
ბადრი პატარკაციშვილის დის, ნანა პატარკაციშვილის განცხადებით, ვიდრე
თავად გაუშვებენ ადამიანებს სამსახურიდან,
ვინც თვლის, რომ ამ არხზე არ უნდა იმუშაოს, ჯობია თვითონ მიიღონ წასვლის
გადაწყვეტილება.
ჟურნალისტების კითხვაზე, შეინარჩუნებს თუ არა „იმედი“ იგივე ფორმატს
და იქნება თუ არა საზოგადოებრივ-პოლიტიკური და გასართობი გადაცემები არხზე,
პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს პასუხი არ გაუციათ.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ნანა პატარკაციშვილმა განუცხადა, დღეს მისთვის
ემოციური დღეა და ყველა საკითხზე უჭირს საუბარი.
„მთავრია, რომ დღეს, ტელეკომპანია კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდათ.
რაც შეეხება არხის ფინანსურ დოკუმენტაციას, ის შესწავლილი იქნება,“- განაცადა
პატარკაციშვილმა.
მისივე თქმით, არხი მომგებიანი იქნება და არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს
არ გადაეცემა. რაც შეხება ხელმძღვანელ პირებს, ნანა პატარკაციშვილს ამის შესახებ
ინფორმაცია არ აქვს და სავარაუდო კანდიდატების დასახელებისგანაც თავს იკავებს.
Internet.ge