რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის დავით ნარმანიას განცხადებით, უწყებაში საგზაო სამუშაოები და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
როგორც
სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ ნარმანიამ განაცხადა,
კითხვის ნიშნები მხოლოდ
ლაზიკასთან დაკავშირებით არსებობს.
მისი თქმით, შესრულდა გარკვეული სამუშაოები, თუმცა
ანგარიშსწორება ჯერაც განუხორციელებელია,
რის გამოც კომპანიებმა, შესაძლოა, სამინისტროს სასამართლოში უჩივლონ.
„მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს, თუმცა მთავრობის დამტკიცების შემდეგ რეორგანიზაცია იგეგმება”,-
განაცხადა
ნარმანიამ.
დავით ნარმანია სამინისტროში
შეხვედრებს ხვალაც გააგრძელებს.
Internet.ge