კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერისა და საპარლამენტო უმრავლესობის
შეხვედრისას, პარლამენტის ქუთაისიდან კვლავ თბილისში გადმოტანის საკითხზე
იმსჯელეს.
წინასწარი ინფორმაციით, პარლამენტი თბილისში ფუნქციონირებას
სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიის შემდგომ განაახლებს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თინა ხიდაშელმა განაცხადა, საუბარი ქუთაისის პარლამენტის შენობის უნივერსიტეტისთვის
გადაცემასაც შეეხო.
„საუბარი იყო უნივერსიტეტისთვის ამ შენობის გადაცემაზეც. ქუთაისლები
თავად გადაწყვეტენ რაში გამოიყენონ ეს ნაგებობა, რომელიც ამ დროისათვის არსებული
ინფორმაციით, 340 მილიონი დაჯდა“,- განაცხადა ხიდაშელმა.
internet.ge