საქართველოს პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად
წარადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება პრეზიდენტის
პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ივანიშვილს მთავრობის სრული
შემადგენლობის წარსადგენად 10 დღიანი ვადა აქვს.
„ჩვენ ვცდილობთ, საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ზედმიწევნით დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობით გაწერილი ის პროცედურები, რომლებიც არჩევნების შემდეგ პარლამენტის ფუნქციონირების დაწყებისა და საქართველოს მთავრობის ფორმირებას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით,
საქართველოს კონსტიტუციის მე-80
მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შერჩეულ იქნა
პირველ ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერი
ბიძინა ივანიშვილი. საქართველოს კონსტიტუციის ამავე მუხლის
შესაბამისად, შერჩეულ კანდიდატს აქვს 10
დღიანი ვადა, რათა
მოხდეს მთავრობის სრული
შემადგენლობის წარმოდგენა, მისი
შემდგომი ნდობის მიღებისთვის ახლად არჩეულ პარლამენტში წარსადგენად“,- განაცხადა მანჯგალაძემ.
internet.ge