საქართველოს
სასჯელაღსრულების,
პრობაციის
და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს
ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების
ფულადი ანაზღაურების შესახებ“ #147 ბრძანების თანახმად, სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
თანამშრომლებს
გაეზარდათ
თანამდებობრივი
სარგოები.
მათივე თქმით, აღნიშნულ ბრძანებას წინ უძღვოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 10 ოქტომბრის #1869
განკარგულება,
რომლითაც თანხმობა მიეცა საქართველოს სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, რომ სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების
თანამდებობრივი
სარგოები ხელახლა განესაზღვრა.
„სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მინისტრობის პირველივე დღეს განაცხადა, რომ შეუძლებელია სისტემაში მოიზიდო კვალიფიციური კადრები, როცა მათი ხელფასი 250 ლარს შეადგენს და როცა მოსამსახურეებს არ აქვთ შესაბამისი სოციალური გარანტიები.
სასჯელაღსრულების
სისტემაში
არაადექვატურად დაბალი ხელფასების თაობაზე გიორგი ტუღუში ჯერ კიდევ სახალხო დამცველის პოზიციაზე ყოფნის დროს საუბრობდა.
მიგვაჩნია,
რომ აღნიშნული ცვლილება საშუალებას მისცემს სამინისტროსა და სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
ახალ ხელმძღვანელობას
შეარჩიოს კვალიფიციური კადრები, რომელთაც ექნებათ სათანადო ხელფასი და სხვა სოციალური გარანტიები.
სასჯელაღსრულების,
პრობაციის
და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი ტუღუშს, ასევე აუცილებლად მიაჩნია სისტემაში მომსახურე ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების არსებული შრომის ანაზღაურების ოდენობების გადახედვა და ჯანდაცვისთვის
გამოყოფილი
ფინანსური
რესურსების
მკვეთრი ზრდა, რადგან ჯანდაცვის კუთხით სისტემაში არსებული მდგომარეობა სერიოზულ დაფინანსებასა და ცვლილებებს საჭიროებს.
ვიმედოვნებთ,
რომ ახალი მინისტრი სათანადო რესურსების მოსაძიებლად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რაც წინაპირობაა სასჯელაღსრულების
სისტემაში
ჯანდაცვის
რეფორმის ეფექტურად განსახორციელებლად“,-
აღნიშნულია განცხადებაში.
Internet.ge