უცნობმა
ავტორმა ინტერნეტით ხარკოვის საავადმყოფოში გადაღებული იულია ტიმოშენკოს კადრები გაავრცელა.
მაშინ, როცა
უკრაინის ექს-პრემიერი და მისი გარემოცვა აცხადებს, რომ გადაადგილება უჭირს,
ტიმოშენკო ჰანტელებითაც ვარჯიშობს და მაღალ ქუსლებზეც კარგად დადის - ნათქვამია
ვიდეოს კომენტარში.
ვიდეო-რგოლში
რამდენიმე ეპიზოდი მოხვდა: ზოგი, სავარაუდოდ, პალატაშია გადაღებული, ზოგიც, ოთახში,
სადაც ტიმოშენკო ვარჯიშობს.
კადრებს უკვე
გამოეხმაურა უკრაინის პენიტენციური სამსახური, სადაც აღნიშნეს, რომ აუცილებლად
გამოიკვლევენ, როგორ მოხვდა ეს კადრები ქსელში - „ტიმოშენკოს მსგავსი ქალის
მონაწილეობით“.
ტიმოშენკოს
მომხრეები კი ვიდეორგოლს პროვოკაციას უწოდებენ. ამასთან, უფლებადამცველებს
ყოველთვის უცხადებდნენ, რომ საავადმყოფოში ექს-პრემიერს ვიდეოთვალთვალი არ ხდება.
Internet.ge