იმის გამო, რომ ვეფხვს დამსგავსებოდა, მამაკაცმა კბილები გაილესა და სახე დაისახიჩრა
ამერიკელმა
ინდიელმა დენის ავნერმა საკუთარი ხელით გაილესა კბილები, გაიჭრა ტუჩი, ურთულესი
პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა და ინპლანტანტებიც ჩაიდგა, რათა ვეფხვს
დამსგავსებოდა. მან ამისთვის უამრავი ფული გადაიხადა.
ყველაფერი იმით
დაიწყო, რომ ტომის ბელადმა მას ურჩია „ვეფხვის გზას დასდგომოდა“, რაც ინდიელმა
პირდაპირ გაიგო.
ახლა კი
მთლიანად როლშია შესული და სჯერა, რომ უკვე ვეფხვად არის ქცეული. ყოველ
შემთხვევაში, ის ვეფხვივით ძვრება და დახტის ხეებზე, ჭამს უამრავ უმ ხორცს და
ყველს.
პერსპექტივაში ცოლის
მოყვანაზეც ფიქრობს: “ახლა ორ ქალს ვხვდები, მაგრამ ჯერჯერობით,
ვეფხვივით ცხოვრება ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია” -
ამბობს დენის ავნერი.
Internet.ge