შოკისმომგვრელი ფაქტი მოხდა ულან-უდეში.
გინეკოლოგიურ საავადმყოფოში ქალმა აბორტი გაიკეთა, რის შემდეგაც ნაყოფი სპეციალური
ყუთით პროზექტურაში გადაიტანეს, რათა შემდგომ დაეკრძალათ. თუმცა პათოლოგანატომები შოკში ჩავარდნენ, რადგან
ბიჭუნა ცოცხალი აღმოჩნდა.
საავადმყოფოდან სასწრაფოდ გამოიძახეს ექიმი, რომლის
განცხადებითაც, იმ ვადებით, რა ვადებშიც აბორტი გაკეთდა, ნაყოფი ცოცხალი არ უნდა
ყოფილიყო.
თუმცა ირკვევა, რომ უპასუხისმგებლო დედის მიმართ,
რომელმაც თავადაც არ იცოდა ფეხმძიმობის რომელ თვეში იყო, ექიმებმაც
უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს და პირდაპირ, ყოველგვარი კვლევის გარეშე დათანხმდნენ
აბორტის გაკეთებას.
ახლა ახალშობილი რეანიმაციაშია გადაყვანილი, თუმცა
საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.
Internet.ge