ბათუმში, 25 მეტრიანი კოშკის შადრევნიდან, წყლის ნაცვლად ქართული ჭაჭა გადმოდის
10:17 18.10.2012
|
დღის სიახლეები
|
ბათუმში ჭაჭის კოშკი გაიხსნა. გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე კოშკის შადრევნიდან, წყლის ნაცვლად, ქართული ჭაჭა გადმოდის. ალკოჰოლური სასმელის დაგემოვნება მსურველებს ყოველ დღე, საღამოს 19:00 საათიდან 10 წუთის განმავლობაში შეეძლებათ.
შენობას 4 აუზი აქვს, ჭაჭის დაგემოვნების მსურველებს კი სპეციალური სენსორული აპარატი ჭაჭას ჭიქაში ჩამოუსხამს.
ჭაჭის კოშკის გახნას რეგიონის პირველი პირი - ლევან ვარშალომიძე დაესწრო. ახლად გახსნილ ჭაჭის კოშკს, ადგილობრივებთან ერთად, ტურისტებიც სტუმრობდნენ. ჭაჭის კოშკი ბათუმში სტუმრად მყოფმა ხორვატული დელეგაციის წევრებმაც მოინახულეს.
ჭაჭის კოშკის აგების იდეა ბათუმის მერიას ეკუთვნის. პროექტი მილიონი ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ჭაჭის კოშკი ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი იქნება.
კოშკის სიმაღლე 25 მეტრია, შენობას ხუთი გუმბათი აქვს. ჭაჭის კოშკში განთავსდება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი. ბათუმის ჭაჭის კოშკის ანალოგიური შენობა თურქეთის ქალაქ იზმირში მდებარეობს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|