კოტროჩენის სასახლეში მიხეილ სააკაშვილი რუმინეთის პრეზიდენტს შეხვდება
11:05 18.10.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი რუმენეთში გრძელდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ბუქარესტში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) 21-ე კონგრესის სესიას დაესწრება და პარალელურად რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას გამართავს.
დღესვე, კოტროჩენის სასახლეში საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტების პირისპირი შეხვედრა გაიმართება.
მოგვიანებით დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილისა და ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტის, ვილფრიდ მარტენსის შეხვედრა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|