ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის, ამ წუთებში
მთავრობის კანცელარიაში ელოდებიან, სადაც ის უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა
ბოკერიას შეხვდება.
შეხვედრაზე მხარეები, არჩევნების შემდგომ სიტუაციასა და ქვეყანაში ამ
დროისათვის არსებულ მდგომარეობას განიხილავენ.
ჯეიმს აპატურაი საქართველოს დღეს გამთენიისას ეწვია. ვიზიტის
ფარგლებში ის, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდება.
როგორც აეროპორტში, ჟურნალისტებთან საუბრისას აპატურაიმ განაცხადა,
საქართველომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებით ახალგაზრდა დემოკრატიებს მაგალითი
მისცა.
internet.ge