საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაია ფანჯიკიძე მოქმედ მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს დღესაც
შეხვდება.
როგორც ჟურნალისტებს ფანჯიკიძემ განუცხადა, გუშინ გამართულ შეხვედრაზე ყველა საკითხის განხილვა ვერ მოხერხდა,
რის გამოც, მხარეებს შორის შეხვედრა დღესაც გაიმართება.
“გუშინ
საღამოს გამართული შეხვედრა კონსტრუქციული იყო. გრიგოლ ვაშაძეს დიდი ხანია ვიცნობ, თუ საჭირო
გახდება, უწყების გადაბარების საკითხზე კონსულტაციებს ხვალაც
გავმართავთ“, - დასძინა მან.
internet.ge