გარემოს
დაცვის მინისტრობის კანდიდატი ხათუნა გოგალაძე, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, უწყების
მუშაობას გაეცნო.
გადაბარების
პროცესს გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა მამაცაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეობის
კანდიდატი
გია ცაგარეიშვილი, კოალიცია „ქართული ოცნების“ სამუშო ჯგუფის წევრები: ნინო შარაშიძე
და იურისტი მერაბ ბარბაქაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე
განიხილეს
მიმდინარე
და სამომავლო პროექტები, სამინისტროს ბიუჯეტის მდგომარეობა. მოხდა შეთანხმება, რომ სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებს გადაბარების პროცესს და სამომავლოდ სამინისტროს უფლებამოსილების
გაძლიერების
შესახებ პროექტებზე მუშაობას.
internet.ge