ჭაჭის კოშკთან დოქებით მისული ადგილობრივების რიგი დადგა
22:17 18.10.2012
|
დღის სიახლეები
|
ბათუმში, ჭაჭის კოშკთან, რიგი დადგა, ადგილობრივების განცხადებით ხალხი სახლიდან წყლის ჭურჭლით მიდიოდა და ჭაჭა სახლში მიჰქონდა.
ბათუმში,
გოგებაშვილის ქუჩაზე, ჭაჭის კოშკი გუშინ გაიხსნა. კოშკის შადრევნიდან,
წყლის ნაცვლად, ქართული ჭაჭა გადმოედინება. ალკოჰოლური
სასმელის დაგემოვნება მსურველებს ყოველ დღე, საღამოს 19:00 საათიდან 10
წუთის განმავლობაში შეეძლებათ.
შენობას 4 აუზი აქვს, ჭაჭის დაგემოვნების მსურველებს კი სპეციალური
სენსორული აპარატი ჭაჭას ჭიქაში ჩამოუსხამს. კოშკის სიმაღლე 25 მეტრია,
შენობას ხუთი გუმბათი აქვს. კოშკში განთავსდება ტურიზმის საინფორმაციო
ცენტრი. ბათუმის ჭაჭის კოშკის
ანალოგიური შენობა თურქეთის ქალაქ იზმირში მდებარეობს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|