თვითმფრინავმა, რომლითაც პრეზიდენტი საქართველოში ბრუნდებოდა, ავარიული დაშვება განახორციელა
მიხეილ სააკაშვილის თვითმფრინავი, რომელიც დღეს
ბუქარესტიდან აფრინდა, იძულებული გახდა 15 წუთში ისევ უკან დაბრუნებულიყო.
ამის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება, რის
გამოც მფრინავებმა ისევ აეროპორტში დაშვების გადაწყვეტილება მიიღეს.
ინფორმაცია ინცინდენტის შესახებ რუმინულმა
ტელეკომპანია „realitatea“-მ
გაავრცელა, რომლის ცნობითაც მიხეილ სააკაშვილი ამ დროისათვის იმავე სასტუმროშია
იმყოფება, სადაც ბუქარესტში ყოფნისას იყო დაბინავებული.
აეროპორტის პრეს-მდივანმა ვალენტინ იორდაკემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავი დღეს ადგილობრივი
დროით 15:47 საათზე ტექნიკური
გაუმართაობის მიზეზით ისევ უკან მიიღეს.
პრეზიდენტის ადმიანისტრაციაში კი განაცხადეს, რომ
მიმდინარეობს თვითმფრინავის ტექნიკური დათვალიერება და მიხეილ სააკაშვილი
საქართველოში პრობლემის მოგვარებისთანავე დაბრუნდება.
Internet.ge