ჰოლანდიელი მსახიობი სილვია კრისტელი 61 წლის
ასაკში გარდაიცვალა.
ბოლო წლებში მსახიობი მძიმედ იყო ავად. მას ყელისა
და ღვიძლის კიბო დაუდგინეს.
კრისტელი მკურნალობდა, თუმცა მკურნალობის კურსის
დასრულებიდან ორ კვირაში ინსულტი დაემართა.
სილვია კრისტელი ცნობილი გახდა ეროტიკული ფილმის
„ემანუელას“ წყალობით, რომელიც ეკრანებზე 1974 წელს გამოვიდა.
Internet.ge