პარლამენტის
პირველი სხდომისთვის მზადება 24 საათიან
რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც პარლამენტის
აპარატის უფროსობის კანდიდატი ზურაბ მარაქველიძე აცხადებს პარლამენტის აპარატი პირველი სხდომისათვის სრულ მზადყოფნაში იქნება.
მისი თქმით, აპარატი მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ პარლამენტს
როგორც ინსტიტუტს ფუნქციონირებისთვის ყველა პირობა ქონდეს.
ქუთაისში
კოალიცია
„ქართული ოცნების“ წევრები ჩავლენ. ისინი კიდევ ერთხელ შეამოწმებენ ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს.
ვიცე- სპიკერობის კანდიდატი მაია კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“
წარმომადგენელთან ერთად ის ქუთაისში შაბათს ჩავა.
მე-8
მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 21 ოქტომბერს დღის პირველ საათზე დაიწყება. მას
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახსნის.
Internet.ge