ეკა ბესელია: პირველივე კვირას პარლამენტში მნიშვნელოვანი საკითხების ინიცირება მოხდება
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამეტის
სხდომებზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების ინიცირება მოხდება.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ბესელიამ განაცხადა, განიხილება
ისეთი საკითხები, როგორიცაა საკანონმდებლო ცვლილებები და სხვა.
„ვიცით საზოგადოება ჩვენგან ელოდება პირველ ნაბიჯებს და ჩვენ მზად
ვართ პირველივე სამუშაო კვირაში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების ინიცირება
მოხდეს, მაგალითად ისეთების როგორიცაა: საკანონმდებლო ცვლილებები, სისხლის
სამართლის კანონმდებლობაში ლიბერალური პოლიტიკის დამკვიდრება, ამნისტიის საკითხი
და ბევრი სხვა პრობლემა“,- განაცხადა ბესელიამ.
Internet.ge