ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ
ნორლანდი დღეს, ბათუმის მერს ჯემალ ანანიძეს
შეხვდა.
როგორც
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ელჩმა განაცხადა, ბათუმი ტოლერანტული განწყობის ერთ-ერთ ფლაგმანად მოიაზრება.
„რასაც ვხედავთ ბათუმში, არის იმის ამსახველი, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში. ნამდვილად ვხედავთ იმას, რომ ორივე
მხარე ავლენს თავის
განწყობას, რათა იმუშაოს ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ. ჩემთვის აშკარაა, რომ ბათუმის მერი
განწყობილია, რათა ითანამშრომლოს ყველა სტრუქტურასთან“,- განაცხადა
ნორლანდმა.
Internet.ge