GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
არსოშვილი: გაფიცული თანამშრომლები პოლიტიკური პროცესების საკუთარ თავზე მორგებას ცდილობენ
13:56 19.10.2012
დღის სიახლეები

კომპანია „თელასის“ კომერციული დირექტორი ზურაბ არსოშვილი აცხადებს, რომ მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ბიზნესცენტრის თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას, მისივე განცხადებით, გაფიცული ადამიანების დიდმა ნაწილმა სამსახური რამდენიმე თვის წინ, საკუთარი სურვილით დატოვა.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს არსოშვილმა განუცხადა, აღნიშნული პიროვნებები ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესების საკუთარ თავზე მორგებას ცდილობენ.

„ამ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ არ მომხდარა. როდესაც ახალი მენეჯმენტი დაინერგა და კომპანიამ კორუფციული სისტემის წინაამდეგ ბრძოლა დაიწყო, ბევრმა მათგანმა სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო. ზოგიერთი მათგანი კი კანონის სრული დაცვით გათავისუფლდა, რადგან ე.წ „ლევი“ მიბმების არსებობა დაფიქსირდა“,- განაცხადა არსოშვილმა და იქვე დასძინა, რომ ჯგუფი, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურობს, პოლიტიკურად ანგაჟირებულია.

„ქალბატონი ნინო, რომელიც პრესასთან საუბრობს იმაზე თუ რა რთულ პირობებში მუშაობდა ‘’თელასში", თავის დროზე ყველას უცხადებდა, რომ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი იყო, ახლა, რადგან ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა, მათი პოლიტიკური სიმპატიებიც კონკრეტული პარტიის მისამართით გადიხარა. ეს არის კომპანია, სადაც პარტიული სიმპატიებისთვის არავის აწინაურებენ. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონი ნინოს და - თამუნა კილაძე „თელასში“ დღემდე ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას“,- აცხადებს არსოშვილი.

კომერციული დირექტორი გაფიცულთა მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც ისინი პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებენ მიესალმება და ახადებს, რომ მზადაა სამართალდამცავებს დაუმტკიცოს, რომ აღნიშნული ჯგუფი ძველი მენეჯმენტის დროს სახელმწიფოს წინააღმდეგ კორუფციულ საქმეებს ჩადიოდა.

„თელასის“ ყოფილმა თანამშრომლებმა დღეს "ქართული ოცნებას" განცხადებით მიმართეს. ისინი აცხადებენ, რომ  გაფიცვა არის ერთგვარი სოლიდარობა მათ მიმართ.

"ისინი უკმაყოფილოები არიან იმ მმართველობის ფორმით, რაც დამკვიდრდა ზურაბ არსოშვილის მოსვლის შემდეგ. მათ აძლევენ გაურკვეველ დავალებებს და ეს არის ერთგვარი სოლიდარობა ასევე ჩვენს მიმართ, რომლებიც უკანონოდ ვართ გათავისუფლებული სამსახურიდან", - განაცხადა "თელასის" ყოფილმა თანამშრომლემა ეკა თიკარაძემ.

ყოფილი თანამშრომლების მთავარი მოთხოვნა შრომის შესაბამის ანაზღაურებაა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?1
დავით ბაქრაძე: ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით კითხვები და ეჭვები მაქვს2
დავით საყვარელიძე: ახალაიას დაკავება პოლიტიკური დევნა და ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთაა3
კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს4
გაფიცული მაღაროელები პარლამენტთან აქციას გამართავენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X