ჭიათურაში, მაღაროელები გაფიცვას აგრძელებენ.
მუშებმა დღეს, ხელმოწერების შეგროვება „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირების
წინააღმდეგ დაიწყეს.
მაღაროელები ხელფასების ზრდას, სამედიცინო დაზღვევას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას
ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში, მუშების
გაფიცვა უკვე მე-5 დღეა მიმდინარეობს. მუშების განცხადებით, ისინი აქციებს იქამდე
არ შეწყვეტენ, სანამ ხელფასების 100%-ით ზრდა არ მოხდება.
Internet.ge