პატიმრობიდან გათავისუფლებული მამის ნახვის შემდეგ ლეიკემიით დაავადებული ბავშვი გარდაიცვალა
11 წლის ბავშვმა, რომელიც ლეიკემიით იყო ავად, პატიმარობიდან გათავისუფლებული მამა ლერი
ნატრაიძე ნახა და მალევე გარდაიცვალა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მოზარდი გუშინ დღის მეორე ნახევარში
გარდაიცვალა.
„ბავშვის მდგომარეობა უმძიმესი იყო. მისი
ერთადერთი სურვილი სახლში გაწერა და მამის ნახვა, იყო. ჩემი ინფორმაციით მამამისი
შეიწყალეს. ის გუშინ იმყოფებოდა საკუთარ
შვილთან ოთახში რის შემდეგაც დაფიქსირდა სიკვდილი“,- აცხადებს კლინიკის
პრესსამსახური.
აღნიშნულ ფაქტს გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ
ქსელში. „ფეისბუქის“ მომხმარებლებმა სპეციალური ჯფუფიც შექმნეს და მოზარდის
უკანასკნელი სურვილის ახდენას ითხოვდნენ.
„ინტერნეტ.ჯი“-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი
საკუთარ სახლში გუშინვე გადაასვენებს. ოჯახს მედიასთან საუბარი არ სურს.
Internet.ge